უკრაინის ქალაქ სუმიში, ბავშვთა სახლიდან 71 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ბავშვებმა ბოლო 2 კვირა სარდაფში გაატარეს.
სუმის რეგიონალური გუბერნატორის დმიტრო ჟივიცკის თქმით, ობლები, რომელთაგან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ყველა ოთხ წლამდე ასაკისაა, საბრძოლო ზონიდან საევაკუაციო დერეფნის გავლით გამოიყვანეს.
„თითქმის ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ამ ბავშვებს თავშესაფრებში ვმალავდით, ეს არიან ბავშვები, რომლებსაც მშობლები არ ჰყავთ და მათი უმეტესობა მუდმივ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს“, – განაცხადა მან.