ჟუნალისტი, დათო ლიკლიკაძე ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსული სამხედრო დანაყოფების გაყვანის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“აფხაზეთიდან რომ ბატალიონი გაიყვანა რუსეთმა, ის ბატალიონი ვეღარასოდეს დაბრუნდება უკან. მთლიანად გაუნადგურებიათ უკრაინელებს. ოსეთიდან გაყვანილზე არ მაქვს ინფორმაცია, მხოლოდ ის ვიცი, ყოველდღიურად ოსეთისა და რუსეთის დროშა გადაფარებული ცხედრები ჩაყავთ ცხინვალში, რაც არ დაგიმალავთ და ცოტა მტკივა. რაც შეეხება ჩეჩნურ შენაერთს, ე.წ. კადიროველების ნახევარი უკან გამობუნძულდა, ხოლო ნახევარი მთლიანად ამოწყდა”, – წერს ლიკლიკაძე.