“ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შემიძლია” – ვერა ბრეჟნევამ რუსეთი დატოვა და უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება

242

უკ­რა­ი­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რალ­მა, ვერა ბრეჟნე­ვამ რუ­სე­თი და­ტო­ვა. ქალი ამ­ჟა­მად პო­ლო­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და უკ­რა­ი­ნელ ლტოლ­ვი­ლებს ეხ­მა­რე­ბა.

“ღა­მით ვოც­ნე­ბობ­დი, რომ ეს ტან­კე­ბი, აფეთ­ქე­ბე­ბი და დან­გრე­ულ სახ­ლე­ბი სიზ­მა­რი ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ გა­მეღ­ვი­ძა და უკ­რა­ი­ნა­ში რე­ა­ლო­ბა კი­დევ უფრო უა­რე­სია“, – თქვა მომ­ღე­რალ­მა.

რო­გორც “ინ­სტაგ­რამ­ზე” მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნა, ის პო­ლო­ნეთ­ში ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ჩა­ვი­და, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია რო­მელ ქა­ლიშ­ვილ­თან.

“ეს სა­მუ­შაო არ არის ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი, მაგ­რამ დაღ­ლი­ლო­ბის გარ­და ბევ­რი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს. ჩვენ, მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა გა­მოც­დის წი­ნა­შე ვდგა­ვართ. სხვა­დას­ხვა ფორ­მით მო­ხა­ლი­სე­ო­ბა ხში­რად უმა­დუ­რი სამ­სა­ხუ­რია, მაგ­რამ ნუ ელო­დე­ბით მად­ლი­ე­რე­ბას. ამას ვა­კე­თებ იმი­ტომ, რომ სხვაგ­ვა­რად არ შე­მიძ­ლია”, – ამ­ბობს ვარ­სკვლა­ვი.

ვერა ბრეჟნე­ვამ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან დაგ­მო რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა. მან თქვა, რომ კი­ევ­ში მისი ოჯა­ხის წევ­რებს – ქმარ­სა და დე­დას ცე­ცხლი გა­უხ­სნეს და რუ­სეთს ომის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბრეჟნე­ვას ორი გო­გო­ნა ჰყავს 20 წლის სო­ნია და 12 წლის სარა კი­პერ­მა­ნი. სარა ვერა ბრეჟნე­ვას პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქმრის, მი­ხა­ილ კი­პერ­მა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლია. სო­ნი­ას მამა ვი­ტა­ლი ვო­ი­ჩენ­კოა, რო­მელ­თა­ნაც ვერა რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში. მომ­ღე­რა­ლი ამ­ჟა­მად პრო­დი­უ­სერ კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.