“მთვრალი იყო, მომვარდა პირბადის ჩამოსახსნელად, ხელებით იწევდა ხალხზე” – რუსეთის აგრესიული მოქალაქე თბილისის სუპერმარკეტში

562

სოციალურ ქსელში მომხმარებელი წერს, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში რუსეთის მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ მთვრალი იყო, თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა. მარიკა ჯუღელი ფაქტის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს. 

მარიკა ჯუღელი ამბობს, რომ რუს მომხმარებელს დაცვამ პირბადის გაკეთებასთან დაკავშირებით მიუთითა, რასაც მან აგრესიით უპასუხა, ნიღბის ნაცვლად კი სახეზე შარფი აიფარა. ამ ფაქტს მომხმარებლების გაღიზიანება მოჰყვა.

“ჩვენს ქვეყანაში ჩვენს წესებს დაემორჩილეთ თქო და ხელით გამოიწია ჩემზე… მომვარდა პირბადის ჩამოსახსნელად, ხელებით იწევდა ხალხზე, შეგნებულად შევიკავე თავი”, – წერს მარიკა ჯუღელი.

მისივე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ადგილზე პატრული გამოიძახეს და გამოკითხვა ხვალ იგეგმება.

ვიდეოში ისმის – “დიახ მე რუსი ვარ, დიდება რუსეთს”