“არ ვარ ახალი ჩამოსული რუსეთიდან, არა – უკვე მეორედ მაგინეს ქუჩაში”

557

ანა ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი სლავური გარეგნობის გამო ქუჩაში ბულინგის მსხვერპლი გახდა. გამვლელებს ის რუსი ჰგონიათ და ამის გამო უკვე ორჯერ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა:

„შუბლზე დავიკრა პირადობა და პასპორტი, თუ რა ჯანდაბა ვქნა, ანა ცერცვაძე, დაბადებული 1992 წელს თბილისში, მაქვს სოფელი ზესტაფონში,  საქართველოს იმდენი კუთხე-კუნჭული მაქვს ნანახი, რაც არ უნახავს მოსახლეობის ალბათ 70%-ს. არ ვარ ახალი ჩამოსული რუსეთიდან, არა)) უკვე მეორედ მიყვირეს და მაგინეს ქუჩაში 😒 გავიგე, რომ ვიღაცებისთვის ქვები უსროლიათ, ვინც ჰგავს რუსს… მე რატომ უნდა მეშინოდეს ჩემს  ქუჩებში სიარულის?“