„კიევი ცარიელია, აი, კოვიდის დროს რომ ცარიელი იყო ქალაქი დაახლოებით ასეთი“

320

ტელეკომპანია ,,ფორმულას” ჟურნალისტი, ვახო სანაია და მისი მეუღლე, ექიმი თამუნა ყურაშვილი რამდენიმე დღეა უკრაინაში იმყოფებიან.

თამუნა ყურაშვილმა კიევში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორაა დაცარიელებული უკრაინის დედაქალაქი,

„კიევი ცარიელია, აი, კოვიდის დროს რომ ცარიელი იყო ქალაქი დაახლოებით ასეთი, ყველგან ბლოკპოსტებია და პასპორტებს ამოწმებენ.
ყველა მაღაზია დაკეტილია, კაფე-რესტორანიც, რამდენიმე მარკეტია ღია, მესამედი პროდუქციით.

სამდღიანი კომენდანტის საათი დღეს დასრულდა და ახლა მხოლოდ ღამეა 20 საათიდან დილის 7 – მდე. კიევის ცენტრი ძალიან დაცულია, რიგები მხოლოდ აფთიაქთანაა“. – წერს თამუნა ყურაშვილი სოციალურ ქსელში.