12 წლის ვეფხვი, სახელად პუტინი, მოკვდა

382

მინესოტას ზოოპარკში მცხოვრები 12 წლის ვეფხვი, სახელად პუტინი, მოკვდა. ინფორმაციას ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მწუხარებით ვიუწყებით, რომ მამრი ვეფხვი რუტინული სამედიცინო შემოწმების დროს გარდაიცვალა. მას გულის უკმარისობა განუვითარდა და ჩვენი თანამშრომლების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია მინესოტას ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.