“მადლობა, ვინც მოგვეხმარეთ ატირებული ბავშვების გაცინებაში”

575

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 7 ობოლ ბავშვს აუცილებელი ნივთები და პროდუქტები მიუტანეს. აკა სინჯიკაშვილი ასევე წერს, რომ ოჯახს სრულად დაუფარეს არსებული ვალები, რისთვისაც ის საზოგადოებას მადლობას უხდის.

„კარგი ამბები

მთაში 7 ობლად დარჩენილ ბავშვს სულ ყველაფერი ავუტანეთ რაც სჭირდებოდათ. კიდევ გვაქვს ასატანი რაღაცები, მაგრამ რამხელა თოვლია კი ხედავთ. აუცილებელი ნივთები და პროდუქტებიც ასე რიგრიგობით, დაცურებით მივიტანეთ. ავუტანეთ 6 ახალი საწოლი თავის ყველაფრით და დავუდგით. ფოტოს გადაღება მომერიდა, თორემ რანაირად იწვნენ პირველად, ყველა თავის საწოლში, ლამის მართლა ვიტირეთ ასევე – გავიღეთ მათი მამის დასაფლავების ხარჯები, გადავუხადეთ ყველა ვალი და დავუფარეთ დარჩენილი მთლიანი სესხი ბანკში. ავუტანეთ ზაფხულამდე საკმარისი ერთ ტონამდე საჭმელი პროდუქტები და ერთი მანქანა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წიგნები, ტკბილეული და სათამაშოები.

მამას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ იმხელა სითბო და იმედი მივეცით, არასოდეს არ დაავიწყდებათ ვეცდებით ბავშვებს მივეხმაროთ განათლების მიღებაში, განვითარებაში და ნახავთ რა გოგო-ბიჭები დაიზრდებიან შვიდივეს ეცოდინება სიკეთის ფასი და ქვეყნის მომავალი ხომ ამათ ხელშია

თითქმის მთელი სოფელი მოგვეხმარა ამ ყველაფერში და დიდი მადლობა სათითაოდ ყველას

და მილიონი მადლობა თქვენ, ვინც მოგვეხმარეთ ატირებული ბავშვების გაცინებაში

მალე ყველაფერი კარგად იქნება“.- წერს აკა სოციალურ ქსელში.