„ამ ქართველმა გვთხოვა, მისი სახელი არ გვეხსენებინა… მან ჩემი ოპერატორი პირდაპირ სიკვდილს გამოჰგლიჯა ხელიდან…“

581

„იმედის“ ჟურნალისტი, რუსა შელია ოპერატორ გოგა წულაიასთან ერთად უკრაინაში იმყოფებოდა, საიდანაც რეპორტაჟების სერია მოამზადა.

რუსა „თბილისელებთან“ იხსენებს იმ ქართველს, რომელმაც მისი ოპერატორი სიკვდილს გადაარჩინა:

„ამ ქართველმა მოკრძალებით გვთხოვა, მისი სახელი და გვარი არ გვეხსენებინა. მას აუცილებლად შევხვდები, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, მე და ჩემი ოპერატორი აუცილებლად ჩავალთ მიკოლაევში და მას და მის ოჯახს კიდევ ერთხელ, პირადად გადავუხდით მადლობას. ახლა დეტალების მოყოლა არ შემიძლია, მაგრამ ჩვენ ბევრი მძიმე სიტუაცია გვქონდა. ამ ადამიანმა ჩემი ოპერატორი პირდაპირი გაგებით სიკვდილს გამოჰგლიჯა ხელიდან. მას იქ ცოლ-შვილი ჰყავს. თავშესაფარში ჩაუშვებდა ხოლმე და ჩვენთან ერთად დადიოდა  რომ როგორმე მოსალოდნელი საფრთხე აერიდებინა და თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა, უბრალოდ, ჩვენ გვერდით ყოფილიყო. მართლაც, ისეთ საფრთხეს გამოგვგლიჯა ხელიდან, რომ ამისთვის შესაფერის მადლობას ვერასდროს გადავუხდით…“