სოფო ნიჟარაძის ულამაზესი ბიძაშვილი რუსეთიდან დაბრუნდა და საქართველოში დაიწყო საქმიანობა

1,174

მომღერალ სოფო ნიჟარაძის ულამაზესი ბიძაშვილი სალომე სვანაძე უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთიდან  საქართველოში დაბრუნდა და ქართველი ქალების გალამაზებაზე ზრუნავს.

ძვირფასო მეგობრებო❤️

მივხვდი, რომ ჩვენ ჯერ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, ამიტომ მინდა მოგიყვეთ ჩემს შესახებ და მეტი გავიგო თქვენზე.
� მე ვარ სალომე სვანაძე, 34 წლის, პლასტიკური ქირურგი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ეს არის ჩემი ნამდვილი მოწოდება.

უკვე 10 წელია ვმუშაობ
ქალის ესთეტიკურ ქირურგიაში.
ათასობით შესრულებული ოპერაციაზე დაყრდნობით, ჩემი საქმე რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპზე ავაგე. ესენია : პატიოსნება, დელიკატურობა, პატივისცემა, ეთიკა.��ჩემი ესთეტიკური მიდგომა – ბუნებრიობა და ჰარმონია. დარწმუნებული ვარ რომ ბუნებრივი სილამაზე ყველა ქალშია და ჩემი მისია მისი ხაზგასმაა.��ჩემი ძირითადი სპეციალობა – სხეულთან დელიკატური მუშაობა და იდეალური პროპორციების შექმნა მამოპლასტიკის, აბდომინოპლასტიკის, ლიპოსკულპტურის გამოყენებით.��ჩემი ინსტაგრამ გვერდი ახალგაზრდა ქალისთვის ჩვეულებრივია, პლასტიკური ქირურგისთვის კი უჩვეულო. სწორედ ამიტომ ჩემი ნამუშევრების უმეტესობა ცალკე გვერდზეა @doctorsvanadze��აქ მე სილამაზის, ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის თემებზე არა მარტო ვურთიერთობ თქვენთან, არამედ დაუნდობლად ვანგრევ მითებს ამ სფეროებში.��საქმე ჩემთვის ნამდვილი გატაცებაა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პროფესიულ ცხოვრებასა და მეუღლისა და დედის როლს წარმატებულად ვუთანხმებ ერთმანეთს. ჩემი საყვარელი მამაკაცები, ქმარი და შვილი, მთავარი გულშემატკივრები არიან. ��ოჯახის, საქმისა და საყვარელი პაციენტების გარდა, კიდევ ერთი გატაცება მაქვს – ტანგო. პროფესიონალი მოცეკვავე ალბათ არასოდეს გავხდები , მაგრამ მშვენიერი მუსიკისა და ცეკვის გაკვეთილები ჩემს ცხოვრებას დამატებითი ნათელი ფერებით ავსებს.��სიხარულით და დიდი სიამოვნებით მზად ვარ გაგიცნოთ: ვინ ხართ, როგორ მიპოვეთ, რას საქმიანობთ და რა მოგწონთ?🤗

PS. If you didn’t get a single word – don’t worry, it’s in Georgian😄”