“დამირეკია აჩიკო მეფარიძესთან. ჩქარა, ახლა ფული გადმომიგდე-მეთქი…ყოველთვის მეჩხუბებოდა”

4,114

„დამირეკია აჩიკო მეფარიძესთან. ჩქარა, ახლა ფული გადმომიგდე მოვალ შენთან. ყოველთვის მეჩხუბებოდა,“ – ამის შესახებ მომღერალმა თემურ თათარაშვილმა „რუსთავი2“ -ის ეთერში საუბრისას განაცხადა. თათარაშვილი თავისი ცხოვრების რთული პერიოდის შესახებ საუბრობს.

მისივე თქმით, ნარკოდამოკიდებულების გარდა, იყო პერიოდი მის ცხოვრებაში, როდესაც კაზინოში დადიოდა.

კითხვაზე, სად შოულობდა კაზინოსთვის თანხებს, ის პასუხობს, რომ ჰონორარის გარდა, მუშაობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა, თუმცა ზოგჯერ მეგობრებისგან ფულის სესხებაც დასჭირვებია.

„ფული მისესხია. კაზიონოშიც დავდიოდი. იყო პერიოდი, როდესაც ავადმყოფურად ვიყავი. რომ ბნელდებოდა ერთი სული მქონდა კაზიონოში გავარდნილიყავი. დამირეკია აჩიკო მეფარიძესთან. ჩქარა, ახლა ფული გადმომიგდე მოვალ შენთან. ყოველთვის მეჩხუბებოდა,“- იხსენებს თემურ თათარაშვილი.