“მოვითხოვ, რომ მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკაოთ! ჩემი შვილების ბაღში და სკოლაში არ მიხვიდეთ!”

643

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე მისი შვილის ბაღში მომხდარ უსიამოვნო ინციდენტს იხსენებს.

„მეგობრებო, ძალიან მძიმე ფაქტის წინაშე დავდექი. რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილის ბაღში მივიდა ქალბატონი, იკითხა ჩემი შვილი და ითხოვდა ჩემს ნომერს. რომ ჰკითხეს ვინ ბრძანდებითო, უთხრა, რომ ვიღაც ჰყავდა დაკარგული და ჩემი დახმარება სჭირდებოდა.

უმორჩილესად გთხოვთ, მეტიც! მოვითხოვ, რომ მსგავსი ქმედებისგან თავი შეიკაოთ! ჩემი შვილების ბაღში და სკოლაში არ მიხვიდეთ! თუ პირადად ჩემთან კონტაქტზე ვერ გამოდიხართ (რაც ძალიან მეეჭვება) მისწერეთ ჯგუფის ნებისმიერ ადმინს. ჩვენ ერთნი ვართ და ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის გაესაუბრებით!“, – წერს მუსერიძე.