“მითხრა, რუსულად მელაპარაკეო, აქეთ ჰქონდა აგრესია ჩემს ქვეყანაში, ჩემ მიმართ!”

519
სოლომონ მძინარაშვილი, რომელიც საზოგადოებამ კულინარიული შოუ ,,მასტერშეფიდან” გაიცნო, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მანქანა, რომელზეც უკრაინის დროშის სტიკერი ჰქონდა მიკრული, რუსმა გზაზე არ გაატარა და ეს ხდებოდა ახლა, რუსთავის გზაზე. სოლომონი წერს:
,,ბრაზი მახრჩობს, ამ ყველაფერს ისე ვწერ. სამსახურის შემდეგ მივდიოდი სახლში, მანქანაში ჩავრთე წყნარი მუსიკა და რუსთავისკენ გავემართე. როცა ფონიჭალას გავცდი და ავტომაგისტრალზე გავედი, დავინახე ჩემ წინ მიმავალი ავტომობილი,  რომელსაც რუსული ნომრები ჰქონდა. გასწრების ზოლში, სადაც დასაშვები სიჩქარე 110 კმ ს/თ-ია, ეს მანქანა მიდიოდა 80 კმ ს/თ-ით, ავუნთე ფარები და ვანიშნე, რომ გასწრება მინდოდა და გადასულიყო მარჯვენა ზოლში, თუმცა რეაქცია ნული.
გადავედი შემდეგ ზოლში და იქიდანაც არ გამიშვა წინ. დევნის შემდეგ გადავასწარი და ხელი დავუქნიე, გაეჩერებინა მანქანა, რომ მეკითხა, ეს რატომ გააკეთა. ქართულად ვკითხე, რატომ არ მატარებდი-მეთქი და იქიდან მპასუხობს, რუსულად მელაპარაკე, ქართული არ ვიციო და რუსულად დავიწყე ლაპარაკი და კიდე აქეთ ჰქონდა ძაან აგრესია და პრეტენზიები ჩემს ქვეყანაში ჩემ მიმართ.
ჩვენმა ძვირფასმა კანონდამცველებმა აქეთ მე დამადანაუშელეს, როცა მოვიდნენ (მოძრავი პატრული იყო), აგრესიას გამოვხატავდი მათ მიმართ თურმე. როცა 1000% მართალი ვიყავი და სიჩქარისთვისაც არ გადამიჭარბებია, გარდა იმისა, რომ იმ ნაბო**რი რუსის გამო მარჯვენა ზოლში მომიწია გასწრება.ჰოდა, ამ ყველაფრით რისი თქმა. ჯერ იმ რუსების დედა მე რომ მეკაჩავებოდნენ! შემდეგ ყველა რუსის მყვარებლის! შემდეგ ყველა იმისა, ვისაც რუსი და რუსეთი მოძმედ მიაჩნია. და ბოლოს, ვინც რუსებს აცხოვრებთ, საქართველოში ყველა არასწორები ხართ. ჩემს ქვეყანაში რუსს არ მივცემ იმის უფლებას, რომ თავზე გადამიაროს. ალბათ ჩემს მანქანაზე ეს არ მოეწონა იმ რუსს და ამიტომ იფიქრა, რომ რამე გაუვიდოდა ჩემთან, თუმცა მიიღო თავისა”.