შალვა რამიშვილის უმცროსი ვაჟის რუსულენოვანი მიმართვა ომთან დაკავშირებით სოცქსელებს იპყრობს

3,027

შალვა რამიშვილისა და ხატია ეკიზაშვილის ვაჟი ალექსანდრე ძალიან გონიერი ბიჭუნაა. მცირე ხნის წინ მისი დედის მიერ პატარას ტელეფონში აღმოჩენილმა და გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ის რუსულ ენაზე რუს თანატოლებს მიმართავს, სოციალური ქსელები დაიპყრო. როგორც ალექსანდრეს დედა წერს, პატარას ჰგონია, რომ ვიდეო, რომელიც ტელეფონით გადაიღო, თავისით მონტაჟდება და ქვეყნდება.

„რუსებო, თქვენ არ გაჩვენებენ, რა ხდება უკრაინაში. იქ ბავშვებს ხოცავს თქვენი ქვეყანა, ბომბავენ კორპუსებს, თქვენს თანატოლებს კლავენ იქ, ექვსი და შვიდი წლის ასაკისას. ერთი საყვარელი ბიჭი დაიკარგა უკრაინაში, მისმა მშობლებმა კი ის დახვრეტილი იპოვეს. მას საშა ერქვა. საშას ადგილას აღმოჩენა მოგინდებოდათ? იმ ბიჭუნასი, ვინც თქვენმა ჯარებმა დახვრიტეს? აი, რას აკეთებენ თქვენები. გააჩერეთ, პუტინი, ძალიან გთხოვთ!..“