ლელა წურწუმია საავადმყოფოშია – რას აცხადებს ექიმი?

400

მომღერალ ლელა წურწუმიას კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა ინფორმაცია თავად გაავრცელა.

„ამ კოვიდმა მე მგონი ბოლო კუდი მოისროლა და ლელასთან მოვიდა. 15 აპრილის კონცერტი ვარციხის მარანში, გადაიდო 30 აპრილს…” – დაწერა პროდიუსერმა, მაგრამ შეიძლება კონცერტი ვერც თვის ბოლო შედგეს, რადგან მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარება მთლად იოლიც არ არის. ექიმების ინფორმაციით ლელა წურწუმიას მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“ლელა წურწუმიას ომიკრონი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თავს ნორმალურად გრძნობს”, – განაცხადა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოადგილემ, ლალი ტურძელაძემ.

მომღერალი ამჯერად ომიკრონის შტამით დაინფიცირდა.