“ჩვენი ავტობუსიდან გარდაიცვალა დავით მენაბდიშვილი”

670

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ წავიდა, გუშინ ოკუპანტებთან ბრძოლისას დაღუპულ ქართველზე სოციალურ ქსელში წერს:

“ჩვენი ავტობუსიდან გარდაიცვალა დავით მენაბდიშვილი. ის არ იყო ქართულ ლეგიონში, ლვოვიდან გზა გააგრძელა დამოუკიდებლად.
დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, ისე განვიცდი, როგორც საკუთარს”, – წერს მანგო.

შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს რუსეთ-უკრაინის ომში ორი ქართველი მეომარი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.