„პუტინის ბოლო ან ბუნკერში ჩაძაღლება ან სასამართლოს მერე საერთაშორისო ციხეში მილოშევიჩივით ინფარქტით სიკვდილია!“

259

ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ალექ­სი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის 47 -ე დღეს, ომის მიმდინარეობს აფასებს და წერს, რომ კიევზე რაიმე იერიში გამორიცხულია.

“გამარჯობა მეგობრებო! მტრების ჯინაზე და გულის გასახეთქად, იქნება ეს უკრაინაში, რუსეთში თუ საქართველოში, ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად დგას! ჩვენების შეფასებით, 10 ტაქტიკური ბატალიონი მაინც დაეირდება ურდოს, მარიუპოლი რომ აიღოს! დიდება მარიუპოლის გმირებს, მებრძოლებს და ათეულ ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს! რავ არ უნდა მოხდეს, მარიუპოლი უკვე გამარჯვებულია და დაუმარცხებელი!

ხარკოვს რაც არ უნდა კოლონებით უტიოს ურდომ, ბოდიში და “ფეხებს ვერ მოჭამს”! ხარკოვი არ დაეცემა!
კიევზე რაიმე იერიშის მაგვარიც კი გამორიცხულია!

ხერსონის მიდამოებში მძიმედ, მაგრამ მიიწევენ მაინც ხვენები წინ, ათავისუფლებენ ურდოსგან ახალ დასახლებულ პუნქტებს! ყოველ დღე თვითონ ხერსონში მშვიდობიანი მოქალაქეები შიშველი ხელებით აჩერებენ ურდოს კოლონებს! ხერსონი აუცილებლად გათავისუფლდება!

მძიმედ ბომბავენ და უტევენ ორკები დონეცკს და ლუჰანსკს! პუტინს ხანს უნდა, რომ მარიუპოლად აქციოს დონბასი! არა მოლაპარაკებისთვის – არასდროს მჯეროდა რომ რამეზე შეიძლება შეთანხმება საერთაშორისო ომის დამნაშავესთან, ბავშვების და ქალების გაუპატიურების, დახვრეტის და დაბობვის ბრძანების გამცემთან! უკვე 42 ქვეყანამ მიმართა ოფიციალურად ჰააგის სასამართლოს!

პუტინის ბოლო ან ბუნკერში ჩაძაღლება ან სასამართლოს მერე საერთაშორისო ციხეში მილოშევიჩივით ინფარქტით სიკვდილია! მე მეორე ვერსია მირჩევნია, თუმცა რომელიც უფრო სწრაფად იქნება, ცხადია, იმას ვიზეიმებთ!

დღეს ჩვენები სასიხარულო აფდეითს შემოგვთავაზებენ. 20 ათასზე დამრგვალდება მოკლული რუსი ფაშისტების რაოდენობა.

ჩვენების საჰაერო თავდაცვა მაგრად მუშაობს: მარტო გუშინ გაანადგურეს 1 სუ 34, 4 ვერტმფრენი (მი 24 და კა 52), 3 დრონი და 3 ფრთოსანი რაკეტა! ჩამოგდებული დრონებიდან ერთ-ერთი ურდოს სიამაყე იყო, სულ 12 ცალი რო აქვთ ისეთი! ერთი ათასად! კიდევ უზარმაზარი სატანკო კოლონა დაადუღეს ჩვენებმა! აისახება მალე სტატისტიკაში!

ნავთობის ემბარგოზე როგორც იქნა ფრანგებმაც ამოიღეს ხმა, კრამატორსკის ნახვამ გადაგვრია და აზრი შეგვიცვალაო!
ზელენსკის თქმით, სულ უფრო პოზიტიური ხდება გერმანიის პოზიციაც!

ამერიკელები უძლიერესი შეიარაღების მიწოდებას გეგმავენ ჩბენებისთვის! ბელგოროდის “უცნაური აფეთქებები” ყვავილები იქნება მათ ნამოქმედართან შედარებით.

დღეს ბაიდენი ინდოეთის პრემიერს დაელაპარაკება! მნიშვნელოვანია ინდოეთმაც გაისიგრძეგანოს, რომ სისხლიან დანაშაულებრივ რეჟიმთან აღებმიცემობა დაუშვებელია!

გმირი უკრაინელი ხალხის ღირსეული ხელისუფლება, პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობით, ძალიან მაგრად მუშაობს საერთაშორისო ფრონტზე! საერთოდ, ახალი მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნას უდგას სათავეში!

პ.ს ჩვენი ბიჭები გმირულად, ბრძოლაში იღუპებიან უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის, აქ კიდევ მათი სახელის გაშავებისთვის რეალური მონები (ერთი მომენტი ვიფიქრე სახელობითად დასახელება, მაგრამ ჩვენი გმირი დაღუპული ბიჭების გვერდით მათი სახელების ხსენებაც კი არასწორია) იბრძვიან. უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენი გმირი ბიჭების სახელები უკვდავყოფილი იქნება!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!”, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.