“საქართველოში ჩახვედი, თუ როგორ პოსტავ აქ? მრცხვენია შენი ქართველობის” – რა ხდებოდა თოფურიას “ინსტაგრამზე”, მოსკოვიდან დადებული ფოტოს შემდეგ?
ქეთა თოფურია მოსკოვის ამინდებით კმაყოფილია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში “ინსტაგრამი” აკრძალულია, რატომღაც მომღერალი მაინც ახერხებს მოსკოვიდან საკუთარ გვერდზე ფოტოებისა და სთორების ატვირთვას.
ბოლო სთორიში მომღერალი ამბობს, რომ მოსკოვში ახლა 13 გრადუსია, ლურჯი ცა და მზე ანათებს, გამომწერებს კი ბედნიერ დღეს უსურვებს. რაც შეეხება ახალ ფოტოს, რომელიც მომღერალმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, ქართველების კომენტარებმაც არ დააყოვნა.
თოფურიას უწერენ, რომ სცხვენიათ მისი ქართველობის და იმის, რომ მისი მეუღლე კადიროვის მეგობარია.
“არსად არ დაგეკარგოს კადიროვის ხელის ბიჭი და მეგობარი ქმარი. როგორ არ გრცხვენია იმ პოზიციის, რაც უკრაინაზე გაქვს…”
“საქართველოში ჩახვედი ქეთა, თუ როგორ პოსტავ აქ “
“პროვოცირებას მაინც რატომ უწევ ხალხს, ვისაც ძალიან სტკივა უკრაინა და საქართველო. უბრალოდ რომ იყო შენთვის თუ სასიკეთოს არაფერს აკეთებ, ეგ მაინც არ შეგიძლია? დედა არ ხარ?”
“შენს ადგილზე შემრხცვებოდა დაპოსტვა, თუმცა მოღალატე ხარ, რა უნდა გაგვიკვირდეს…”
“მრცხვენია შენი ქართველობის… Slava Ukraine!”