„წაიყვანეთ ეს თქვენი სტალინი, ჩვენ არ გვჭირდება… ვიმედოვნებ, რომ თქვენი ტვინი ამუშავდება და თქვენში სინდისს მოძებნის…“

12,971

თემო რცხილაძე „ტიკ-ტოკზე“ ვიდეოს აქვეყნებს, მიმართავს რუსებს და მათ სთხოვს, რომ ტვინი აამუშაონ.

„იმ ენაზე ვისაუბრებ, ვისაც მივმართავ. ალბათ, არ იცოდით, რომ ადამიანს ტვინი იმისთვის მიეცა, რომ დაფიქრდეს და არა იმისთვის, რომ უბრალოდ, თავის ქალა შეავსოს. თუ ტვინი მუშაობს, სინდისს იპოვის თქვენში აუცილებლად, თუ – არა, მაშინ სინდისის ძიებას თქვენში აზრი არ აქვს. ტვინის კარგად მუშაობისთვის საჭიროა ზოგჯერ დაფიქრდეთ, შეკითხვებს გასცეთ პასუხი, დასვათ კითხვები…

მე გკითხავთ: ჩემი სამშობლოს 20%-ის ოკუპაცია ვინ მოახდინა? ვინ ბომბავს ამჟამად უკრაინას? ქალაქებს, ბავშვებსა და ქალებს. ვინ მოაწყო ჩეჩნეთში გენოციდი? ნორდ ოსტი? ბესლანი? ვინ ჩაძირა კურსკში 115 ახალგაზრდა, როცა დახმარება ახლოს იყო?

იცით, რაშია საქმე? ომი, ადრე თუ გვიან, დასრულდება და ვიმედოვნებ, რომ თქვენი ტვინი ამუშავდება და თქვენში სინდისს მოძებნის, მაგრამ სინდისს თქვენთან მეგობრობა აღარ მოუნდება.

ჩემმა ე.წ. მეგობრებმა მომწერეს ხმოვანი შეტყობინებები, სტალინი ხომ ქართველი იყო და ვისზე საუბრობ, ის ყველაზე დიდი დესპოტიაო. იცით, რომ ჩემს სამშობლოში სტალინი ძალიან ბევრს არ უყვარს, რადგან მან საქართველო დაიპყრო და თავის რუსეთს მიუერთა. სულ ამბობდა,  ჩემი მშობლიური ენა რუსულიაო, ასე რომ, წაიყვანეთ ეს სტალინი… სწორედ მან გადააქცია „ძერჟავად“ სამწუხაროდ, თქვენი რუსეთი. ის ჩვენ არ გვჭირდება, კარგად იყავით…“