“დასავლეთში ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთი ამ ომს უბრალოდ ვერ წააგებს”

1,107

“კონსერვატიული მოძრაობისა” და “ალტ-ინფო”-ს დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია რუსეთის მიერ, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით საკუთარ პროგნოზს აკეთებს:

“ჩემი წინა პროგნოზებიდან ყველა გამართლდა, მართალია ნელ-ნელა, მაგრამ “როსგვარდია”  იკავებს ახალ-ახალ ტერიტორიებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

ანუ მიიწევენ რუსები საკუთარი ოცნებისკენ, რომ ნოვოროსია და მალაროსია (დონეცკი და ლუგანსკი) მათი შეხედულებით ისტორიულ სამშობლოს დაუბრონონ. 

მარიუპოლის აღების შემდეგ, რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ “აზოვსტალი”-ს ქარხნის ტერიტორია დარჩათ ასაღები,  ძალიან მალე დაიკავებენ.

2014 წლის დებალცევოს ალყაზე უფრო დიდ ალყაში ყვება უკრაინის ყველაზე დიდი და ბრძოლისუნარიანი საჯარისოს ნაწილები.

დიდი ალბათობით, დონბასში მარიუპოლის სცენარი განვითარდება და “როსგვარდიის” დიდი დანაკარგების, მიუხედავად, უკრაინელების დიდი ნაწილი ტყვედ ჩავარდება.

ამის მერე უკვე რუსებს, შესაძლებლობა ექნებათ ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის და ოდეისის დაკავების.  ანუ ხერსონი, მელიტოპოლი და ა.შ უკვე ისედაც დაკავებული აქვთ რუსებს.

ეს ყველაფერი, რაც მე დავწერე, იციან პენტაგონშიც და ნატოს შტაბბინაშიც, ამიტომ უკრაინელებს ყველას სახის იარაღს მისცემენ, ანუ პირდაპირ არა, მაგრამ როგორც მინიმუმ, რუსეთის და ნატოს მთლიანი ინფრასტრუქტურის ომია გაჩაღებული.

და ამ მოცემულობაში, თავის მოტყუებას აზრი არ აქვს, უკრაინელები ნატოს ყველა ქვეყნის არმიაზე უკეთ ომობენ.

რომ არა მათი თავდადება, იმავე მასშტაბის “როსგვარდია” 55 დღეში, მაგალითად პოლონეთს, ლიეტუვას, ესტონეთს, ლატვიას, სლოვაკეთსა და  მოლდოვას  მთლიანად აიღებდა ნაკლები დანაკარგებით.

ანუ, შეიძლება ამ ჩემი სტატუსის მკითხველმა იფიქროს, ეს თუ ასე მოხდა, უკრაინას ამაზე უარესი რა შეიძლება დაემართოსო,  მაგრამ სამწუხაროდ, შეიძლება დაემართოს და არა მარტო უკრაინას, არამედ რუსეთსაც.

ანუ რას ვგულისხმობ, თუ ნატომ და აშშ-მ  მისცა უკრაიანას შემტევი იარაღი, რომლის მეშვეობითაც სიღრმეში დაიბომბება რუსეთის ქალაქები,  მაშინ რუსეთი  99,9% – იანი ალბათობით მცირე ზომის, მაგრამ მაინც, ბირთვული ტაქტიკური რაკეტებით დაბომბავს უკრაინის რამდენიმე ქალაქს.

ღმერთმა ნუ ქნას და თუ ასე მოხდება, 100% იანი გარანტიით, ერთ-ერთი ქალაქი იქნება ლვოვი, ანუ, თუ მსოფლიო ისტორიას დღემდე მძიმე მოსგონარად ჰქონდა ჰიროსიმა და ნაგასაკის სრული განადგურება, ამ შემთხვევაში, მივიღებთ გაცილებით უფრო დიდ კატასტროფას. 

აი, ამის მერე კი, მართლა არაფერს არ ექნება აზრი.  დასავლეთში ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთი ამ ომს უბრალოდ ვერ წააგებს და ამიტომ აშშ და ძველი კონტინენტი ერთობლივად გეგმავს ამ ორი უძველესი, მართმადიდებლური მოძმე ერების ნაწილობრივ განადგურებას.

P.S. – უფალმა აგვარიდოს ამ განსაცდელს, გამძლეობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ უკრაინელ ხალხს.

იმედია,  უკრაინელები ახლა მაინც მიხვდებიან, რომ რუსეთი არ გაჩერდება, ხოლო “ზელინაკი” {ვოლოდიმირ ზელენსკი} და მისი “შპანა”,  როსგვარდიაზე უარეს დღეში აგდებს  საკუთარ ხალხს და ქვეყანას”– წერს  მორგოშია.