ირმა გორდელაძე გურიიდან, რომელიც საზოგადოების ყურადღება ალტ ინფოსთან ბრძოლით მიიქცია, ,,სხვა ნანუკას” შოუში ამბობს, რომ ის შეყვარებულია.
-3-4 წელია ეს ამბავი გრძელდება. ჩემს ყველა ნაბიჯს გონებით მას ვუთანხმებ. სხვათა შორის, სიყვარული პირველმა მე ავუხსენი. ძალიან მაგარი რომ ვარ, მისი დამსახურებაა. დამარწმუნა, ლომი ხარო. ბედნიერი ვარო. ჯერჯერობით პლატონური სიყვარული გვაქვს. შემიძლია, მთელი ცხოვრება დაველოდო, რაღაც პრობლემები აქვს მოსაგვარებელი. ალტ ინფომ იცოდეს, მე ისეთი მუზა მყავს, არაფერი დამღლის, – გაამხილა გურულმა აქტივისტმა და ისტორიკოსმა ირმა გორდელაძემ, რომელიც ერთი შვილის დედაა.