“ცოტა ხანში თავი შეიძლება წმინდანადაც გამოაცხადო, ნუ მედია წმინდანად მაინც, იმედია, იქამდე არ მიხვალ”
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესა და “ტვ “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს შორის დაპირისპირება გრძელდება.
ამჯერად, ნიკა მელია და ნოდარ მელაძე ერთმანეთს კომენტარებში შეეკამათნენ.
“ნიკა მელია: ცოტა ხანში თავი შეიძლება წმინდანადაც გამოაცხადო, ნუ მედია წმინდანად მაინც
იმედია, იქამდე არ მიხვალ…
ნოდარ მელაძე: რა უხერხულია! მიდი გააგრძელეთ აბა კიდე რას იტყვით? “აჯენდაში” შემდეგი რა მოდის?
ნიკა მელია: ნოდარ, ბნელ ოთახში შეიძლება დიდხანს ეძებო შავი კატა, დაგათენდეს და აღმოაჩინო რომ ოთახი ცარიელია. აანთე ფანარი
ნოდარ მელაძე: ბნელი ოთახი რომელია? დაცვას რომ ხალხი გაჰყავს?”
მელიასა და მელაძის დაპირისპირებას კომენტარებში ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც.
“არ მჯერა, რასაც ვკითხულობ და რა სამწუხაროა, ძალიან, ძალიან სამწუხარო!”- წერს ინგა გრიგოლია.