“კი ხარ ბიოლოგიური დედა, მაგრამ ცოტნეს მტერი ხარ! რა დამავიწყებს იმ დღეებს, როცა ჩემი კლინიკა ალყაში გყავდა, რატომ გასინჯე ცოტნეო. ყველაფრის მკადრებელი ქალი ხართ!” – მანანა არჩვაძე-გამსახურდიას შესახებ ანზორ მელია სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ გამსახურდიების ოჯახში დაპირისპირებაა. ცოტნე გამსახურდიას და მის მეუღლეს მანანა არჩვაძე-გამსახურდია კოლხურ კოშკში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს. როგორც ისინი ამბობენ, უცხოელი ექიმების დასკვნის საფუძველზე ცოტნეს რეაბილიტაციისთვის მშობლიურ სახლში დაბრუნება ესაჭიროება.