„თინა კანდელაკსა და რამზან კადიროვს მგზნებარე რომანი ჰქონდათ“

239

თინა კანდელაკისა და რამზან კადიროვის ახლო ურთიერთობაზე მედია დიდი ხანია წერს. რუსული გამოცემები ბევრჯერ საუბრობდნენ მათ რომანზეც, რომელიც ოფიციალურად არ დადასტურებულა. გამოცემა „ობოზრევატელი“ იმასაც წერდა, როგორ დაიწყო კანდელაკისა და კადიროვის ურთიერთობა. მათ ერთმანეთი გადაცემის ჩაწერისას გაიცნეს და მალევე ისე დაახლოვდნენ, რომ უკვე სოციალურ ქსელებში ერთობლივ ფოტოებს ავრცელებდნენ.

ხმამაღლა კადიროვისა და კანდელაკის რომანზე ქსენია სობჩაკი ალაპარაკდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტი და ჩეჩნეთის ლიდერი ერთად ისვენებდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და თინას რჩეულისგან ძვირფას საჩუქრებს იღებდა.

„კადიროვი და კანდელაკი ერთად ისვენებდნენ დუბაიში, ყველამ ვიცით თინა კანდელაკსა და რამზან კადიროვს მგზნებარე რომანი ჰქონდათ“ – წერდა სობჩაკი თავის მიკრობლოგში.