„ისე ამომივიდა ყველაფერი ყელში, ერთ დიდ თემას რომ დავასრულებ, უეჭველი პოლიტიკურ მოძრაობას შევქმნი.“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მედეა შაფათავა წერს. მისი თქმით, იქნება მიუკერძოებელი და ზეპარტიული.
„ისე ამომივიდა ყველაფერი ყელში, ერთ დიდ თემას რომ დავასრულებ, უეჭველი პოლიტიკურ მოძრაობას შევქმნი. ამ ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ და აქ ცხოვრება ძალიან გაუგებარი სტანდარტებით მიდის, მე ამ მახინჯი რეალობის გამოსასწორებლად სხვა გზას ვერ ვხედავ. და ვიქნები 100%_ით მიუკერძოებელი და ზე-პარტიული. ამ ქვეყანაში სიმართლე სძულთ და არავის სჭირდება და დაე, სიმართლეს მოვაძებნინო გზა. ბედნიერ დღეს გისურვებთ.“- წერს მედეა შაფათავა.