“ზოგადად, ვერ იტანენ წარმატებულ, ბედნიერ, შემდგარ ადამიანებს”

396

სოფო ბედია გია ჯაჯანიძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც აგრესიის შესახებ ისაუბრა.

„მე, როგორც მივხვდი, ამდენი წლის გამოცდილებიდან გამომდინარე და ამას არასდროს არ ვამბობ თავმაღლურად, ძალიან მინდა, მაყურებელმა სწორად გაიგოს – არა მხოლოდ ჩემ შემთხვევაში, ზოგადად, ვერ იტანენ წარმატებულ, ბედნიერ, შემდგარ ადამიანებს, ლამაზიც თუ ხარ, კარგად გამოიყურები და შენს თავს სცემ პატივს, ამასაც ვერ იტანენ. ის გათვითცნობიერებული მაქვს, რომ ვარ ცნობილი და ამას ყოველთვის ექნება ეს ფორმა და მივეჩვიე ამას, თუმცა ხანდახან ზედმეტებში გადადიან, როცა ბავშვებით ვარ სტუმრად გადაცემაში და ბავშვებზე მიდის ბულინგი, მანდ ვეღარ ვიკავებ თავს. არ ვიცი, რა დავაშავეთ, მაგრამ ფაქტია, დიდი დოზით მოდის აგრესია. კი მწყინს და სულ მეწყინება, მაგას ვერ ვიტყვი, არ მაინტერესებს-მეთქი…