“ახლა არ ჩამქოლოთ”

726

ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ ფეისბუქში შემდეგი სახის პოსტი დაწერა:

“ახლა არ ჩამქოლოთ (სულ მინდოდა ასე დამეწყო პოსტი)
თქვენი ახლობლები როცა იწყებენ თქვენთვის მიუღებელ ადგილებში სამსახურს და ულოცავთ ხბოს აღტაცებით კომენტარებში, აი, რას ულოცავთ? განსაკუთრებული ფარისევლობა თუ არა უკიდურესი ინფანტილიზმი მგონია უსურვო წარმატება და კარიერული წინსვლა ადამიანს (თან ძალიან ახლობელს) შენთვის მიუღებელ სამსახურში როცა იწყებს მუშაობას.

მართლა გაუგებარია ჩემთვის რანაირად შეიძლება ეს ჩაითვალოს გულწრფელ მილოცვად, სურვილად და თუნდაც რანაირად შეიძლება ეს პირფერობა უნდოდეს ადრესატს? ან რანაირად შეიძლება მაგ მილოცვებს ვინც წერს ჩავთვალო გულწრფელ ადამიანად? გზას აცდენილი მეგობრის გამო ფრჩხილების კვნეტა და გულში ნერვიულობა ვიცი მე:))) თუ მაინცდამაინც ხიდების ჩატეხვა არ გინდათ მასთან (რაც ძალიან მესმის) და თან მის ახალ სამსახურზე გარწყევთ, ინბოქსში შეგიძლია მიწეროთ რას ფიქრობთ გულწრფელად. მოკლედ, ყველაფერი შეიძლება გააკეთო ამ დროს გარდა ამისა: ვიკუუუუ, გილოცააავ! შენ ყველგან პროფესიონალი იქნებიიი” :))”