“ცხოვრების ბოლომდე გავაღმერთებ ამ ბიჭს…” – ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასთან ერთად ფოტოს აქვეყნებს

855

მოდელი და ტელეწამყვანი, ალექსანდრა პაიჭაძე, ბიზნესმენ დათო კოდუასთან გადაღებულ ახალ ფოტოს საკუთარ ინსტაგრამზე აქვეყნებს.

ალექსანდრა საყვარელი ადამიანის ვინაობას დიდხანს საიდუმლოდ ინახავდა, თუმცა, საბოლოოდ, მან გულშემატკივრებს მისი და კოდუას ურთიერთობის შესახებ გაუმხილა.
“თითქმის 3 წელი ერთად, ადრე, ერთმა ქრაშმა მითხრა, ჩემთან თუ გინდა, უნდა გამაღმერთოოო (ლომია ნიშნით) .. რათქმაუნდა დავიკიდე 0,5 წამში, მარტო ამ ღლეობა ფრაზის გამო. უსაყვარლესი და უკარგესი ისტორიები მაქვს, ჩემი ცხოვრების ურთიერთობებიდან… დაშორება შერიგება დაშორება შერიგება ჩემი არ არის, მომენტალურად ვუჭრი გზას უკან მოსახედადაც…

თავს მოვუყრი და სადმე გამოვაქვეყნებ ერთად! მანამდე კი, ამ ბიჭს გავაღმერთებ ცხოვრების ბოლომდე. არასოდეს უთქვამს, ან უთხოვია, ასე ქენიო… უბრალოდ მისი ქცევით, ადამიანობით, მოწიწებით, სიყვარულით და პროგრესის სურვილით, მხოლოდ ამას იმსახურებს ჩემგან. ასე გადავწყვიტე და სანამ მე მსურს, ასე იქნება. ერთად, სიყვარულით. ახალ განზომილებაში… “, – წერს ალექსანდრა სოციალურ ქსელში.