“გლოვის ექსპერტობა უკვე ნამეტანია… ცოდოა ეს ხალხი”

843

ჟურნალისტი, დაჩი გრძელიშვილი ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახის ტრაგედია სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“მესმის, რომ ფეისბუკის საზოგადოებრივ ჩეკზე აზრის ამორტყმა ჩვენს საყვარელ საქმიანობად იქცა. რომ სოც მედიის თავისებურება ხშირად გვაცდუნებს, ვიყოთ ხოლმე ომის, სესმოლოგიის, ჯანდაცვის ექსპერტები… მაგრამ გლოვის ექსპერტობა უკვე ნამეტანია. ცოდოა ეს ხალხი. ხან ერთი შვილის ფოტოს უფრიალებენ, ხან მეორესას და ხატოვან სამძიმარში პაექრობენ… იქვე, უსაფრთხოების ჯანდაბასა და დოზანაზე მსჯელობენ… არ შეიძლება ასე. არ შეიძლება…”, – წერს გრძელიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ წულუკიძის მცირეწლოვანი შვილი 4 მაისს ტრაგიკულად დაიღუპა.

 

"გლოვის ექსპერტობა უკვე ნამეტანია...ცოდოა ეს ხალხი" - დაჩი გრძელიშვილი ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახის ტრაგედიაზე