“ის ორგანო არ მჭირდება, რომელიც ჩემ მეგობარ უფალს ჩემთვის არ უნდოდა, იმან უფრო იცის, რა არის ჩემთვის კარგიო”

1,297

8 წლის გიო, რომელსაც ოპერაცია ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა, გაწერეს. სასიხარულო ინფორმაციას მოზარდის დედა, ნათია ზარიძე ავრცელებს.

„მადლობა უფალო! საავადმყოფოდან გაგვწერეს მკაცრი კონტროლით. ახლა გიორგის სჭირდება პოზიტიური გარემო, იქ, სადაც დისკომფორტს არ იგრძნობს და როგორმე დავავიწყოთ განვლილი გზა, უამრავი აპარატი, მისთვის უცხო და საშიში გარემო. რეაბილიტაციის პროცესს ბევრად გაამარტივებსო. ისეთი მაგარი ბიჭი გვყავს, ასე ამბობს:

„ის ორგანო არ მჭირდება, რომელიც ჩემ მეგობარ უფალს ჩემთვის არ უნდოდა, იმან უფრო იცის, რა არის ჩემთვის კარგიო, პოზიტიურად შეხვდა ამ ამბავს. რაც შეეხება ფილტვებს, იცის, რომ გაეზრდება და ისევ ისეთი ექნება. თავს ბევრად უკეთესად გრძნობს, ტკივილებს ვაკონტროლებთ, ნარკოზმა და მორფმა ცოტა ხასიათი შეუცვალა, პერიოდულად ბრაზობს.

დღეს მხოლოდ ერთხელ გამიბრაზდა, წვნიანი არ მინდა იოგურტს შევჭამ შენი ხათრითო. ისე კი ჩემი და თქვენი სიყვარულით ბევრი რამ გააკეთა, რაც მოსალოდნელი არ იყო 8 წლის ბავშვისგან. აი ასეთი სუპერ გმირია უკვე თქვენი, ყველას მეგობარი გიორგი ბიჭი. გადმომცა მოკითხვა, გიგზავნით მთელი გულით და გულწრფელი სიყვარულით. თქვენ კომენტარებს სულ კითხულობს.“ – წერს მოზარდის დედა.