“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ამიტომაც ხართ განწირულები“

4,465

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:

“იცით ერთ-ერთი პრობლემა რა არის?  – ზოგადად, ადამიანებს უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ ბავშვები არამარტო იბადებიან, არამედ იზრდებიან, ვითარდებიან და პიროვნებებად შედგებიან! ირჩევენ პროფესიას, გარემოს, მეგობრებს და ასეა ყველა სფეროში.

შენ უწყობს თუ არა ხელს, განვითარება მაინც ხდება და რაც არ უნდა მოინდომო წარსულის გადმოტანა რეალობაში, იმდენჯერ ცხვირით ჩაემხობი ნეხვში!
რაც არ უნდა მოინდომო, რომ ტვინი გაურეცხო და საკუთარ იდეებზე ატარო ადამიანი, მითუმეტეს მოზარდი – თუ ეს მისი შინაგანი შეგრძნება არაა და ამ იდეის გულწრფელი თანაზიარი არ არის, ეს მოქმედება კრახისთვისაა განწირული!

ეს დაემართათ “ნაცებს” და სჭირს ნეოლიბერალიზმს ამ სამყაროში, რომელიც სწორედ ამის წყალობითაც ჩამოყალიბდა ნეოფაშიზმად!

ეს სჭირს დორბლიანს {მიხეილ სააკაშვილს} და მის სექტას, რომელიც მის გარშემო ტრიალებს მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღემდე ახერხებს დაფინანსებას და კვებას!

არცერთი – მისი ოჯახის წევრებიც კი არ არინ მის გარშემო იდეის გამო, ყველა მათგანი ნეხვიდან მეჯლისში შეჯლიგინდა და იდეა, რომელმაც მათ ამის საშუალება მისცა იმ ნეხვში დატოვეს, საიდანაც მეჯლისზე მოხვდნენ!

ადამიანის გონების მართვის ისტერიით შეპყრობილებს კი, არა და არ უნდათ მიიღონ ის რეალობა რაც არის!

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ამიტომაც ხართ განწირულები, ნეხვს არავინ ირჩევს და არც მაშინ მოხდებოდა ეს რომ არა ის გაუცნობიერებელი რწმენა, რომ მართლა დემოკრატიის და თავისუფლების ხარისხს გაზრდიდით და ეს ავტომატურად გულისხმობდა ეკონომიკურ წინსვლას!

იმდენად დიდი და დამაზიანებელი აღმოჩნდა თქვენი ტყუილი მილიონობით ადამიანებისთვის, და ასიათასობით გამწარებული ოჯახისთვის, რომ კადაფიზაციას რომ გადაურჩით ერთადერთ ადამიანს უნდა უმადლოდეთ და ეს ადამიანი
ბიძინა ივანიშვილია და ეს კარგია, რადგან თქვენი გადარჩენით არ და ვერ გაძლიერდება ის ყალბი ნეოლიბერალური, იგივე ნეოფაშიზმის იდეა საქართველოში და ჩანასახში თუ არა, ნელი მოქმედებით მაინც აღმოიფხვრება!

ახალგაზრდები როცა იზრდებიან, თქვენ ასაკი გემატებათ, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მალე, ძალიან მალე ისევე მოგექცევათ ახალგაზრდა თაობა, როგორც თქვენ მოექეცით თქვენ წინა თაობას – ჩაგრეცხავენ!

გადაეცით მიხეილ სააკაშვილს –  რაც გინახავთ, ვეღარნახავთ!

ჰო და კიდევ, დორბლიანი იმიტომ შეერქვა, რომ მართლა წამოუვიდა დორბლი პირდაპირ ჩართვაში, არავინ იგონებს, ისევე როგორც დანარჩენ სხვა ფაქტს”- წერს ნუკა არველაძე.