“ამბობენ, რომ მამაჩემის ძმაკაცის საყვარელი ვიყავი…”

489

საბერძნეთში პოპულარულმა იუთუბერმა თავის გადაცემაში იქ მყოფი ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე მიიწვია. მომღერალი, როგორც ყოველთვის, თავმდაბალი, მხიარული და გულწრფელი იყო ყველა იმ თემაზე სასაუბროდ, რაც ფილიპომ წამოიწყო.

თამთამ ისაუბრა თითქმის ყველაფერზე, საქართველოზე, ჭორებზე, რომლებიც მასზე ცხოვრებაში გაუგია, განმარტა,  აინტერესებს თუ არა საზოგადოების აზრი…

როგორც ის ამბობს, არაერთი ჭორი გაუგია, რომელსაც მასზე ავრცელებენ. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, მასზე მოარული ხმები გავლენას არ ახდენს.

“არ ვინტერესდები, რას ამბობენ, თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო რასისტული განცხადებები, ასევე ჩემი ქორწინების ისტორია და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრები. მათგან სიმართლე კი არცერთი არ არის.

“დაახვიე შენს საქართველოში” – ეს იყო ყველაზე ხშირი და მტკივნეული გამოხმაურებები, რომლებსაც ჩემი მისამართით საბერძნეთში რასისტები აჟღერებენ.

რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, მოიგონეს, რომ მამაჩემის ძმაკაცის საყვარელი ვიყავი და როცა ეს მამაჩემმა გაიგო, იძულებით დაგვაქორწინა.

ასევე, ამბობენ, რომ ანორექსია მაქვს, მაგრამ მსგავსი არაფერი მჭირს.” – ამბობს თამთა.

პრაიმ ტაიმი