ნუცა ბუზალაძე კვლავ დუბაიშია. როგორც იცით, მან დუბაის თეატრთან კონტრაქტს მოაწერა ხელი და იქ კვირაში რამდენჯერმე ბენდის თანხლებით მუსიკალურ საღამოებს მართავს. ნუცამ ბინაც იქირავა და მას საკუთარი გემოვნებით აწყობს.
სიმპათიურ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოს მალევე მოჰყვა გამოხმაურება ნუცას გამომწერებს შორის. „მეამაყები, ჩემო ნუცა“, უწერენ მომღერალს.