“შეგიძლიათ უკრაინას წინასწარ მიანიჭოთ ყველა პრიზი, ზელენსკისთვის ოსკარის მინიჭებით დაწყებული…”

425

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ტელეგრამ არხზე „ევროვიზიაზე“ უკრაინის გამარჯვებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროვიზიამ დაამტკიცა, რომ ყალბი კულტურა შეიძლება უსაზღვრო იყოს.

„ევროვიზიამ დაამტკიცა, რომ ყალბი კულტურა შეიძლება იყოს უსაზღვრო.

ყალბი ევროვიზია – რა არის შემდეგი? ასე რომ, შეგიძლიათ უკრაინას წინასწარ მიანიჭოთ ყველა პრიზი, ზელენსკისთვის ოსკარის მინიჭებით დაწყებული, ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებით დამთავრებული.

დაველოდოთ ამერიკელების და ევროპელების უკრაინელების წინაშე დაჩოქებას“, – წერს კანდელაკი.