„ჩემი საუკეთესო დაბანდება ლელაა“

214

მამულიჩა ფულისა და შემოსავლების თემაზე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ფულის ხარჯვა მეგობრების წრეში უყვარს:

„მე ეს მანიჭებს უფრო დიდ სიამოვნებას, ვიდრე ფულის შოვნა და სახლში დადება. შემგროვებელი არც მე ვარ და არც ლელა, მაგრამ ლელაზე უფრო მობილიზებული ვარ (იცინის). თუ ვიტყვი, რომ სახლში ან ბანკში ფული გვიდევს, მოვიტყუები, მაგრამ ღმერთის წყალობით, ნორმალურად ვცხოვრობთ და საწუწუნოც არაფერი გვაქვს. მთავარია, სიმშვიდე იყოს, ჯანმრთელობა და ჩვენი საქმის კეთების საშუალება გვქონდეს, ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ.

რა არის თქვენი საუკეთესო დაბანდება?

ჩემი საუკეთესო დაბანდება ლელა წურწუმიაა (იცინის). ეს არის სიმართლე, მაგრამ თვალი არ გვეცეს (იცინის). სხვათა შორის, მჯერა ეგეთი რაღაცების და ზედმეტ ლაპარაკს ვერიდები. ასე რომ, ჩვენც და აბსოლუტურად ყველას – წარმატებები თავის საქმეში“.