დედა სიდონია სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით წერს:
“ოჯახის სიწმინდის დღე მომილოცეს.
მე – არ ვაღიარებ ამ დღეს, ოჯახები კი, დაიცვას უფალმა…
ის – რატომ დედა სიდონია?
მე – არ ვთვლი, რომ სადღესასწაულოა იქ, სადაც ოჯახებში რეალურად სიწმინდეს არ იცავენ.
თორემ 7 საიდუმლოთაგანი რომაა ჯვრისწერა და, ერთგულება მოეთხოვებათ, მითუმეტეს მორწმუნეებს, და რომ გული არ უნდა ატკინონ ერთმანეთს, ეგ უფლის მცნებაა და დღესასწაულს არ საჭიროებს”, – წერს დედაო.