6 წლის ბუჩელი ბიჭუნას ამბავი, რომელიც გმირი მამის გარდაცვალების ადგილას 80 დღის შემდეგ მივიდა

276

უკრაინული მედია საზოგადოებას 6 წლის დიმიტრი კოვალსკის ისტორიას უზიარებს, რომელიც მამის გარდაცვალებიდან 80 დღის შემდეგ იმ ადგილას მივიდა, სადაც მისი მშობელი გარდაიცვალა – ეს არის ქალაქი ბუჩა, სწორედ იქ გაიმართა ბრძოლები „რაშისტებთან.“

მედიის ინფორმაციით, დიმიტრის მამა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მშობლიურ ქალაქს იცავდა..

დიმიტრის მამა, ვლადიმერ კოვალსკი, დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციების ვეტერანი იყო. 2016 წელს მან არაერთი მეიდანი გაიარა, როგორც დაზვერვის შემადგენლობაში აღმოსავლეთში, ასევე აფეთქდა ნაღმზე და დაკარგა ორივე ფეხის კიდური.

ვეტერანმა გმირთა თამაშებში პროთეზით მიიღო მონაწილეობა. პროთეზებისთვის კი, რომლებსაც იგი არასდროს არ მალავდა, ბუჩას ტერმინატორი დაარქვეს. 27 თებერვალს, დამპყრობლებთან საშინელი ბრძოლის შემდეგ, დაჭრილი ვლადიმერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, იგი გზაში გარდაიცვალა.

შემდეგ იყო ოკუპაციის ჯოჯოხეთი – ორ პროთეზზე მყოფი მებრძოლის ცხედარი ბუჩაში, მასობრივ საფლავში დაკრძალეს. ვეტერანის გარდაცვალებიდან 80-ე დღეს, მისმა ექვსი წლის ვაჟმა, დიმიტრიმ იმ ადგილიდან, სადაც მამა გარდაიცვალა მის საფლავამდე 2 კილომეტრი დანგრეული ბუჩას გასწვრივ ფეხით გაიარა.

„ბიჭმა დროშა, რომელიც მამამისს განშორებისას დააფარეს აიღო და ბოლოს და ბოლოს ტირილი შეძლო, რადგან აქამდე გაძლო.“ – წერს უკრაინული მედია.