ია ანთაძემ ფეისბუქში დაწერა:
“მეგობრებო, მოგესალმებით. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვისაც ერთხელ მაინც გაგახსენდათ ჩემი თვალის ოპერაციები და ვინც ამდენი სიკეთე მისურვეთ. მაშინ არ მქონდა თავი, რომ ყველასთვის სათითაოდ მეთქვა მადლობა. ახლა კარგად ვარ, რადგან სწორ ადამიანებს ვანდე ჩემი თვალის ჩინი. არათუ ორივე თვალში გამოვიხედე, არამედ, მგონი, ჰარმონია დავინახე სამყაროში, რომელშიც ამდენი ბოროტებაა. Maia Beraia ოფთალმოქირურგი გიორგი პეტრიაშვილი თქვენ სინათლეზე მეტი მოგაქვთ ადამიანებისთვის.”