“მე რომ სოხუმში დავბრუნდები, ეს იქნება ყველაზე დიდი თავისუფლება!”

307

“მე რომ სოხუმში დავბრუნდები, ეს იქნება ყველაზე დიდი თავისუფლება!” – ამის შესახებ ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გასვიანი აღნიშნავს, ადამიანები მუდმივად იტანჯებიან თავისუფლების წყურვილის გამო, მთელი ჭეშმარიტება კი, თავისუფლების ძებნაშია.

“ერთ რამეს ვიტყვი და ეს ნათქვამი, ნამდვილად ვიცი, რომ ყველაზე დიდი ჭეშმარიტებაა ჩემთვის!

თავისუფლების მოპოვებას მაშინ შევძლებთ, როცა სოხუმში დავბრუნდებით! მეტი არაფერი!! თავისუფლების მოპოვებაზე ორიენტირებული იყო ის შეძახილები, რაც ბავშვობაში, 5 წლის ასაკში ჩამესმა… “გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს”…

მერე ბევრი რამ მოხდა, ომი, კიდევ ომი, კიდევ ომი და… სხვაგანაც ომი…

დაიდგა ჩვენს თეატრში სპექტაკლი.. უმძიმესი საყურებელია.. ადამიანები მუდმივად იტანჯებიან თავისუფლების წყურვილის გამო!! არადა მთელი ჭეშმარიტება თავისუფლების ძებნაშია! მე რომ სოხუმში დავბრუნდები, ეს იქნება ყველაზე დიდი თავისუფლება!!!” – წერს გიორგი გასვიანი.