ექიმი ბაადურ მოსიძე გარდაიცვალა

194

გარდაიცვალა ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბაადურ მოსიძე, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სამძიმრის წერილშია აღნიშნული, ბაადურ მოსიძის გარდაცვალებით ქართულმა მედიცინამ უდიდესი დანაკლისი განიცადა.

„ქართულმა მედიცინამ უდიდესი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბაადურ მოსიძე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს სამძიმრის წერილში.