“წამსვლელთა რიგებს, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სასულიერო პირებიც შეუერთდნენ…”

451

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) ემიგრაციაზე და ემიგრანტების მძიმე ხვეხდრზე სოციალურ ქსელში წერს:

“ბოლო ორი წლის მანძილზე თითქმის ნახევარი საქართველო ემიგრაციაში წავიდა… მეორე ნახევარი გზაშია და უკან არც არავინ აპირებს დაბრუნებას.

 ერთს ვკითხე, უკანონოდ, უსაბუთოდ საზღვრის გადაკვეთა საშიში არ არის მეთქი?! კი, შეიძლება ციხე და დეპორტი არ ამცდეს, მაგრამ მშიერი ოჯახის ყურება უფრო მძიმე და მტკივნეული არისო…

ამას ისინი ვერ გაიგებენ, ვინც დასაქმებულია, ხელფასს იღებს და თავის გატანა ადვილად შეუძლია…
ემიგრაციაში ყოფნა ჯვარცმის ტოლია… წყდები სამშობლოს, შვილებს, ყველაფერს, რაც შენთვის ძვირფასია…
დღეს ყველა წასვლაზე ფიქრობს…

წამსვლელთა რიგებს, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სასულიერო პირებიც შეუერთდნენ…
ბევრი ვიცი, ვინც მოხუცს უვლის, სახლს ალაგებს, ეზოს გვის… აქიდან არც ერთია სამარცხვინო, სამარცხვინო ის არის, მღვდელი რომ იძულებული ხდება, გვერდზე გადადოს მისი მთავარი დანიშნულება და კრედიტების, ვალების, სესხების გამო უცხოეთში გადაიხვეწოს…
ერთი სასულიერო პირი მივიდა ეპისკოპოსთან, პურის ფული არ გვაქვსო, მღვდელს უნდა უჭირდესო-იყო პასუხი…
ჰოდა, ასე ორმაგად გირთულდება ცხოვრება!..”, – წერს პეტრე კოლხი.