“მე არავისთვის არც შეურაცხყოფა მიმიყენებია… კონტექსტიდან ამოგლეჯილად დაამახანიჯეთ გადაცემა”

531

ტელეწამყვანი, მერცი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“#გაეცითსაზოგადოებასპასუხი
Night Prime Time • ღამის პრაიმ-თაიმი და ტელეკომპანია Rustavi 2 • რუსთავი 2 ორი დღეა ხმას არ ვიღებ გაეცით ადამიანებს პასუხი ვფიქრობ საზოგადოება იმსახურებს ამას. კიდევ ერთხელ ვითვალისწინებ კოლეგიალობას როგორც დაჭერით კონტექსტიდან ამოგლეჯილად დაამახანიჯეთ გადაცემა. მე არავისთვის არც შეურაცხყოფა მიმიყენებია და მითუმეტეს არც სტუდიიდან ტირილით გამიქცევია, კარგად იცით, ვინც გააქცია. უადგილოდ დაჩეხილი ჩემი რეპლიკა, რომელიც არ ასახავს სრულყოფილებას. რეპლიკა რომელიც გამოხატავდა სულ სხვა რამეს, ორი დღეა ველი ტელეკომპანიისგან განცხადებას. თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ. ხო მთავარი, სადაა ის ეპიზოდი, სადაც მე ახალგაზრდებს მოუწოდებ, არ აყვნენ დიეტებს. სად არის? არ არის ხოდა გაეცით პასუხი ახლა თინეიჯერებს, ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება”, – წერს სულხანისვილი.