“ატირებულ ბავშვს დედა რომ აწყნარებს და ამ დროს ჩანთიდან ფულს იპარავ, რა ოჯახში გაიზარდე?!

2,179

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანი ჭიბოშვილი ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და მიმართავს ადამიანს, რომელმაც მას ფული მოპარა:

“გააზიარეთ!!! იქნებ სადმე მივაგნო და წაიკითხო, ვარკეთილში ატირებულ ბავშვს დედა რომ აწყნარებს და ამ დროს ჩანთიდან ფულს იპარავ, რა ოჯახში გაიზარდე, ვინ გაგზარდა?! გიფიქრია როდისმე რისი თანხა შეიძლება ყოფილიყო? რამდენხანს ან რაში გამოიყენებ მაგ თანხას, რომელმაც შეიძლება მე დღეს ბინა დამაკარგინოს, პოლიცია თუ ვერ გიპოვის, უფალი ხომ ხედავს? იქნებ ინამუსო და დააბრუნო, პატიმრის პატრონი ვარ, მარტოხელა დედა, თაღლითის მსხვერპლი რომლის გამოც შეიძლება ბინა დავკარგო და კიდევ ეს. სამართალი არ არსებობს? ასე რამ გაგაბოროტათ? თუ კითხულობ, გთხოვ, დააბრუნე თანხა მომწერე გპირდები არსად არ დაგასმენ ოღონდ ეხლა ინამუსე“, – წერს ანი ჭიბოშვილი.

 

"გააზიარეთ! ატირებულ ბავშვს დედა რომ აწყნარებს და ამ დროს ჩანთიდან ფულს იპარავ, რა ოჯახში გაიზარდე?! ვარ მარტოხელა დედა, თაღლითის მსხვერპლი, რომლის გამოც შეიძლება ბინა დავკარგო...გთხოვ, დააბრუნე თანხა"