“სანამ მთელი ქვეყანა არ გაერთიანდება ამ მხეცების წინააღმდეგ, კიდევ ბევრს მოკლავენ ეს მოძალადე, ღრჯო, დედიკოს ბიჭები!”

373

ექიმი, ანი ქავთარაძე თბილისში, ავტობუსში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ქალს ქმარი დღისით, მზისით, რომ კლავს, ავტობუსში! სადაც სხვა ადამიანებიც იმყოფებიან (რომელთა ყოფნასაც როგორც ჩანს, აზრი არ აქვს) ,

 სახლებში რას უშვებიან ეს მხეცები, ხომ წარმოგიდგენიათ?!
ჰო და ქალებო, გოგოებო!
ნუ იტანთ ამ ძალადობას!
ნუ იქცევით მონებად!
ნუ დატოვებთ თქვენს შვილებს ობლად!
ნუ ცხოვრობთ, ამ, უინტელექტო, ერთ უჯრედიან მხეცებთან!
საზოგადოებავ! მეზობლებო !
ნუღარ დაახოცინებთ, უმწეო ბავშვების დედებს თქვენს თვალწინ!
ნუ გახდებით თანამონაწილეები!
მშობლები, დებო, ძმებო, ნათესავებო! მეგობრებო!
დაეხმარეთ!
გვერდში დაუდექით!
ხელი გაუწოდეთ!
და გამოიყვანეთ ამ, არაადამიანების ჯოჯოხეთიდან თქვენთვის ძვირფასი გოგოები!
იზრუნეთ მათზე და გადაარჩინეთ!
სანამ მთელი ქვეყანა არ გაერთიანდება ამ, მხეცების, მხეცური მენტალიტეტის წინააღმდეგ, კიდევ ბევრს მოკლავენ და დაჩაგრავენ, ეს, მოძალადე, ღრჯო, დედიკოს ბიჭები!”, – წერს ქავთარაძე.”