“რამდენიმე დღის წინ ბომბი დაეცა…”

389

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში უკრაინაში ქართველი მებრძოლის შესახებ წერს:

“უკრაინაში გავიცანი გიორგი. ეს კაცი, ნეტავ იცოდეთ რა მაგარი კაცია, ნამდვილი კაცი. რამდენიმე დღის წინ ბომბი დაეცა და ახლა საავადმყოფოში წევს, საბედნიეროდ გადარჩა. ბომბს არ უშინდება და ამ დროს ისეთი ბავშვურია, ისეთი გულწრფელია. ცამდე ამაღლებს მის კაცობას ეგ ბავშვურობა და გულწრფელობა. ნეტავ იცოდეთ რა მდიდარი ვარ, რომ ასეთი მეგობრები შევიძინე. სიცოცხლის ბოლომდე მეგობრები ვიქნებით. გადაივლის შავი ღრუბელი და მზის შუქზე ბევრს ვისაბრებთ. გიო“, – წერს მანგო.