“დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავს ისევ ახალი მტრების ძიებით ვხვდებით, თითქოს ძველი მტრები გვაკლდეს.
სრულ საგიჟეს ვადევნებთ თვალს ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით. რა ლექციების აკრძლავა?! რა ტუალეტთან ფოტოს ჩამოკიდება?! ხომ კარგად ხართ საერთოდ?!
გავიგეთ, რომ მოღალატე არ უნდა ეთქვა. გააკრიტიკეთ ამისთვის და დაამთავრეთ! ადამიანსთვის გადავლა და მტრად გამოცხადება, თუნდაც არსწორი აზრის გამო, რა უბედურებაა?! ეს რატომ გახდა მთავარი ეროვნული საქმიანობა?! რა ვნებაა ამისთანა?!”, – წერს მეტრეველი.