მომღერალ სოფო ნიჟარაძის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გოგონა, ელის-მარია 2 წლის გახდა. მომღერალმა მამა-შვილის ფოტოები და ვიდეო ატვირთა, სადაც ბედნიერი მამა ელის-მარიას ეცეკვება.
,,ამ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი გამხადა ამ გოგომ. ჯანმრთელობას, ბედნიერ მომავალს, ულევ წარმატებას და სიხარულს გისურვებ, დე. უსაზღვროდ მიყვარხარ”, – დაწერა სოფო ნიჟარაძემ.