რუსთაველის თეატრის მომხიბვლელი მსახიობი, ქეთი სვანიძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და უყვება, როგორ აუხდინა რობერტ სტურუამ ოცნება:
„როცა მას შევხვდი და მამცნო თეატრში ჩემი აყვანის შესახებ, საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი! აქეთ-იქით ვიხედებოდი, სხვას ხომ არ ეუბნება და მე ხომ არ მეჩვენება-მეთქი… ძნელია რობერტ სტურუასთან მუშაობა, როგორ შეიძლება, ადვილი იყოს. ის ხომ განსხვავებულად აზროვნებს?! ბოლომდე შეიძლება ვერც ჩასწვდე მის ჩანაფიქრს, მაგრამ აუცილებლად უნდა ენდო, მიჰყვე და შედეგი იქნება გასაოცარი…“
როგორც ქეთი სვანიძე აღნიშნავს, პირად ცხოვრებაშიც ძალიან გაუმართლა:
„ამაში ძალიან გამიმართლა, ისეთი მეუღლე მყავს, როგორზეც ვოცნებობდი, პედიატრი, ბავშვთა ქირურგი, ზურაბ ქიქავა, იანეთის რაიონში, სიონში გავიცანი, სადაც ჩემი შრომით აშენებული პატარა სახლი მაქვს. ჩვენი ურთიერთობა მიწერ-მოწერით გაგრძელდა, მერე იყო შეხვედრები, სიყვარული, რაც ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. ყოველთვის პატივს ვცემდი ექიმის პროფესიას და მიხარია, რომ ჩემი მეუღლე ამ პროფესიისაა. მუშაობს, ძალიან დატვირთულია, მეც ჩემი საქმე მაქვს. მას ძალიან უყვარს თეატრი და პატივს სცემს ჩემს პროფესიას.
ჩვენს პატარა ოჯახში 5 თვის დანიელი იზრდება. დედობა უდიდესი ბედნიერებაა, რომელსაც მაშინ ხვდები, როცა შვილი ჩნდება. ჩემი მეუღლე ძალიან არის ჩართული ბავშვის გაზრდაში. დანიელი უპრობლემო ბიჭია, დიდად არ გვაწუხებს. მეუღლის დედაც სოხუმიდანაა, ასე რომ, ბევრი რამ გვაქვს საერთო…“