“დედამთილს პატივს ვცემ და ყოველ ზაფხულს ერევანში ვასვენებ“

327

მარგარიტა სიმონიანი, რომლის პოსტმაც დედამთილზე, დიდი რეზონანსი გამოიწვია, აგრძელებს ოჯახურ იდილიაზე საუბარს. ამჯერად კრემლის პროპაგანდისტი სიმონიანი გვარწმუნებს, რომ იდეალური ოჯახური ცხოვრება აქვს და ამაში მას სწორედ დედამთილი ეხმარება:  ზაფხულში გვაქვს ტრადიცია, ყოველ ზაფხულს ლაურა აშოტოვნას დასასვენებლად ერევანში ვაგზავნით. იქ გვაქვს სახლი თხილის ეზოთი, რომელიც ტიგრანმა ააშენა – ამბობს სიმონიანი.

ჟურნალისტის თქმით, ის და ტიგრან კეოსიანის დედა ერთად ცხოვრობენ და მათ სამაგალითო ურთიერთობა აქვთ.