“მშვიდად იცხოვრეთ, ვერსად მნახავთ“ – ალა პუგაჩოვა რუს ხალხს მიმართავს

4,455

მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელიც ისრაელში იმყოფება, მის გარშემო აგორებულ ბინძურს კამპანიას ეხმიანება. საქმე ეხება სატელევიზიო ცენტრ „ოსტანკინოს“ ფასადზე განთავსებულ წარწერას, სადაც ალა პუგაჩოვას შეურაცხყოფა მიაყენეს. ,,ყველას ყელში ამოგვიხვედი, წადი აქედან” –  ეწერა ფასადზე.

ალა პუგაჩოვამ პოსტის ავტორებს სოციალურ ქსელში უპასუხა და და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

„რაც უფრო დაბალია ინტელექტი, მით მეტია აგრესია. მშვიდად იცხოვრეთ, ვერსად მნახავთ“ – წერს ალა პუგაჩოვა.